დღეს ხობის მუნიციპალიტეტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 30-მდე წევრმა პარტია დატოვა, მათგან 10 საკრებულოს წევრია. აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
როგორც ისინი ამბობენ, მანდატების დატოვებას არ აპირებენ, ფრაქციისთვის კი სახელის გადარქმევას გეგმავენ. „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოგფილი წევრები ბრძოლის გაგრძელებას ნიკა მელიასთან ერთად გეგმავენ.
,,პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია „ ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. მენეჯმენტისა და ხალხის დაშორება . მოსყიდვებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი , რასაც მოჰყვა ანგარებული, „ფსევდომიშისტების“ ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია , რამაც გამოწვია ღირსეული და მრავალბრძოლა გამოვლილი ადამიანების გვერდზე გაწევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნეს-ინტერესებით იყო ნაკარნახები. ვინაიდან პარტია აცდა თავდაპირველ იდეას , ვის გარშემოც ვიყავით გაერთიანებული გულწრფელი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც წარმოვადგენდით 2003 წლის ვარდების რევოლუციაში მონაწილე და 2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას შემოერთებული ადამიანები. დღეს კი, ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ. ოპოზიციის ველზე შეურაცხოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი,“ _ განაცხდა ია ჯიშკარიანმა.
ავტორი