BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ტენესში. გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვია. შენობები ნანგრევებადაა ქცეული, დაზიანებულია ელექტროსისტემა.
მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 23 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია_ , განაცხადა მონტგომერის ოლქის მთავრობამ.
ჰო პიტსმა, კლარქსვილის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მათ შორის ამოქმედდა კომენდატის საათი, რომელიც საღამოს 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლას კრძალავს და ძალაში კვირას იქნება.