ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, თამაზ სალუქვაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
2002 წელს ის ოზურგეთის გამგებელი გახდა და 2004 წლის ჩათვლით მუშაობდა. მანამდე კი, ახალგაზრდობის წლებიდანვე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო მშობლიური სოფლის, ლიხაურის გამგებელიც.
„საუკეთესო ადამიანი იყო, თავისი მუშაობის განმავლობაში ხალხს ის დაამახსოვრდა, როგორც თბილი, ადამიანის გასაჭირის გულთან მიმტანი, ყურადღებიანი პიროვნება“, _ ამბობენ ოზურგეთელები.
თამაზ სალუქვაძეს ხუთშაბათს, 14 დეკემბერს თავის სოფელში, ლიხაურში დაკრძალავენ.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს.
ავტორი