პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული და დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი.
ცვლილება, ერთჯერადი ამნისტიის სახით, ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს მტკნარი წყლების გამოყენებისას მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.