ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატიდან – ასეთია ოზურგეთელი სპორტსმენების მონაგარი.
ოქროს მედალი მოიპოვა იური ლომაძემ (მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები), გიორგი თოხაძე (მწვრთნელები – ძმები ზურაბიენები ) ვერცხლის მედლით დაბრუნდა შინ, ხოლო ავთანდილ მამალაძე (მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე) ბრინჯაოს მფლობელი გახდა!
სამივე მათგანმა ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში (ბერძნულ – რომაულ) ჭიდაობში მიიღეს მონაწილეობა.
“მიხარია ჩვენი ბიჭების წარმატება საქართველოს პირველობაზე. იურიმ, გიორგიმ, ავთომ და მათმა მწვრთნელებმა ბევრი იშრომეს, რომ ოზურგეთი ღირსეულად გამოსულიყო საქართველოს პირველობაზე. გილოცავთ ყველას, ამ დიდ წარმატებას!” _ თქვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა კობა ბალავინოვმა.
ავტორი