იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, მარიამ სირბილაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მარიამის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
“იტალიაში ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა, მარიამ სირბილაძე… მისი არსებობის შესახებ, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე… როგორ მოახერხა ერთმა კაფანდარა ადამიანმა, რომ ნახევარ საქართველოს ჰყვარებოდა? ყველა მასზე საუბრობს… ნათელში იყავი მარიამ, ყველაზე დიდი ჯილდო დაგიმსახურებია – ხალხს უყვარხარ, ადამიანები მოგტირიან…”
“საოცარი მარიამი… რამდენი იბრძოლა და რამდენი ქალის იმედი იყო. არ მჯერა”…
“ჩემი ,მარიამი სიკეთით და სიყვარულით სავსე…” _ წერენ სოციალურ ქსელში.
მარიამ სირბილაძემ წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, სწორედ ამ ისტორიით გაიცნო იგი საზოგადოებამ. მარიამს ორი შვილი დარჩა.