დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში _ განსუსა და ცინხაიში. მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 116 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, _ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მიწისძვრა ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია სახლები, გზები. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო, ხოლო ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ იგი უფრო მაღალ ნიშნულზე შეაფასა და 6.2 მაგნიტუდა მისცა.
ბიძგები თითქმის 20 წამს გაგრძელდა და იგრძნობოდა პროვინციის დედაქალაქ ლანჟოუში, 102 კილომეტრით (63 მილი) დაშორებით.