სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გურიაში 6013 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, რაც 25 091 სოციალურად დაუცველი ადამიანს შეადგენს. აღნიშნული პირებიდან სოციალური დასაქმების პროგრამაში 12029 ადამიანია ჩართული, რაც 2537 ოჯახია.
რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
მონაცემების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 3196 სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული, რაც 13 006 ადამიანია. 3196 ოჯახიდან სოციალურ დასაქმების პროგრამაში 1185 ოჯახია ჩართული, რაც 5689 ადამიანს შეადგენს.
ოზურგეთის შემდეგ ყველაზე მეტი სოცალურად დაუცველი ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ლანჩხუთში სულ 1638 სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული, რაც 6671 ადამიანს შეადგენს. 1638 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სოც.დაუცველთა დასაქმების პროგრამაში 640 ოჯახია ჩართული, რაც 2965 ადამიანია.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქ რეგისტრირებულია 1179 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 5234 ადამიანს შეადგენს. 1179 ოჯახიდან, სოციალური დასაქმების პროგრამაში 712 ოჯახია ჩართული, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 3375 სოცდასაქმებული ადამიანია.
ავტორი