ოთარ იოსელიანი ისე დავკრძალეთ, სხვათა შორის.
არადა, თითქოს რიტუალების და სიმბოლოების ქვეყანა ვართ, გამოსამშვიდობებელი კარნავალების – თორემ, ვის როგორ გაასვენებენ და მით უფრო, სად დაასაფლავებენ, ვერანაირად შეცვლის მის მეორე სიცოცხლეს, სიკვდილის შემდეგ რომ იწყება.
არ მითხრათ ახლა, ოთარს ასე უფრო უხდებოდაო. ერთია, რა უხდება მას და მეორე _ რა გვიხდება ჩვენ. _ წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.