მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხარაგაულელმა ლიზა ბარბაქაძემ გაიმარჯვა. იგი მეორე რეგიონული მითლაბის კონკურსის გამარჯვებული და მითების დეტექტორის რჩეულია. ლიზა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია და ევროატლანტიკურ კონცენტრაციაზე ფრანგული მიმართულებით სწავლობს.
ამჟამად კი პოლიტიკურ იდეოლოგიებს ასწავლის თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში. ლიზამ “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” საკონკურსო მულტიმედია ნაშრომი ადრეული ქორწინების პრობლემის მედიაგაშუქების შესახებ მოამზადა. წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდის მიღწევას მისი მშობლიური მუნიციპალიტეტი პოზიტიურად გამოეხმაურა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე რამდენიმე წინადადებით ასე ახასიათებს ლიზა ბარბაქაძეს:
“საუკეთესო გოგოა ბავშვობიდან; მიზანდასახული, ნიჭიერი, მებრძოლი, გაბედული. ვუსურვებ, მომავალშიც ბევრი წარმატება და კარგი ამბები ჰქონდეს ჩვენს ლიზიკოს”.
ავტორი