რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა, მას ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გემი ღუზაზე იდგა.
ბლოგერი შოთო სიხარულიძე, მეზღვაურის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„სასწრაფოდ გააზიარეთ რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს, დაახლოებით, დღის 4 საათისკენ, მიმავალი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური უჩა მიქელაძე.
შოთო სიხსრულიძე, ემიგრანტების არხი, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, დაგვეხმარეთ გავრცელებაში, უკვე 10 დღე გავიდა და დღემდე ვერ ვპოულობთ.
ოჯახის თხოვნაა, ვისაც თუ რაიმე სახის დახმარება შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პოვნაში.
ოჯახის საკონტაქტო ნომერი, მამა: 593 02 37 16
Email: gmikeladze783@gmail.com
Whatsapp: +995 593 02 37 16“
წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.