ბათუმში, სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ღამით მოხდა. მოკლულს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.