დილიდან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ჩოხატაურში _ ყველა ჩოხატაურელისთვის ერთნაირად საყვარელი ადამიანი, სიკეთის და კაცური კაცობის სიმბოლო, ვახო სოროზანაშვილი გარდაიცვალა.
ვახოს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
“კაცური კაცი, სასწაული ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, ჩვენი ვახო აღარ გვყავს”;
“ეს რა გავიგე, ღმერთო, ვახოს რა დაემართა. ადამიანობის ეტალონი ბიჭი, საკუთარი სისხლ-ხორცივით დამწყვიტე გული”;
“თავზარდაცემული ვარ, როგორ მეწყინა. ჩემო კეთილი და მოსიყვარულე ვახო. მენანები და ძალიან მტკივნეული ხარ. ნათელი გამყოფოს უფალმა. შეხვედრამდე, მეგობარო!;
“ასეთი ახალგაზრდა, სიკეთით სავსე ადამიანის დაკარგვა…. ვიზიარებ ოკახის , ახლობლების, მეგობრების უდიდეს გულისტკივილს…”; _ წერენ სოციალურ ქსელში ვახოსა და ოჯახის ახლობლები.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო ადამიანის, ვახო სოროზანიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მეუღლეს, თამუნა კეკელიძეს, შვილებს, ძმებს და ყველა ახლობელს.