“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარში უნდა იმყოფებოდეს.
“ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა ამ ეტაპზე… ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა” – ამბობს ზურაბ ჩხაიძე
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ. დღეს კი ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს”.
“მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის, ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა. გამომდინარე იქიდან, მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს….შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს – თქვა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.