როგორც ვწერდით, წუხელ გურიაში ძლიერი ქარი იყო. ეს განსაკუთრებით საზღვაო ზოლში, ურეკში იგრძნობოდა.
იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ახლა გურიის ზღვისპირა კურორტზე, გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ურეკში, დავით რობაქიძე:
_ ძლიერმა ქარმა გადატეხა ან მთლიანად მოთხარა ასაკოვანი ნაძვები. რამდენიმე ხე დაეცა ელექტროხაზებს, ჩახერგა გზები.
დაბაში დიალეზზე მყოფი მარტო სამი პირი გვყავს. სასწრაფო დახმარებას პრობლემა რომ არ შექმნოდა, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება _ უფრო გზების გათავისუფლებაზე ვიზრუნეთ. ჩავხერხეთ წაქცეული ხეები, როგორც შევძელით. გავსხეპეთ ტოტები, _ ამბობს რობაქიძე.
კითხვაზე მიეწოდება თუ არა დაბას ელექტროენერგია, რობაქიძემ გვითხრა:
_ამ დროისთვის მოსახლეობის 20%-ს დენი არ მიეწოდება. თუმცა, ადგილზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლები და დილიდან მუშაობენ. საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
ელექტროენერგიის გათიშვა, ძირითადად, ქარისგან მოთხრილი ხეების სადენებზე დაცემამ გამოიწვია.
ავტორი