ქრისტიანთა ნაწილი, დღეს, უდიდეს დღესასწაულს, შობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება, თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში შედგა.
სადღესასწაულო მესა მთავარეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
საეკლესიო რიტუალის თანახმად, ღვთისმსახურების მსვლელობისას, ყველა კათოლიკურ ეკლესიაში შეაბრძანებენ ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.