ამერიკელი მომღერალი მადონა იმ ცნობილი ადამიანების სიის სათავეშია, რომლებიც ბრიტანულმა პრესამ თავის პუბლიკაციებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მოიხსენია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში (2013-2023 წლებში) მადონას სახელი ბრიტანულ პრესაში 46017-ჯერ გაჟღერდა.
გამოცემა „The Daily Mirror“ -ის ინფორმაციით, სიაში მეორე ადგილზეა პოპულარული ტელეშოუს „X Factor“ – ის წამყვანი საიმონ კოუელი, რომელიც მადონას 15000-ით ჩამორჩება. მისი სახელი ბრიტანულმა პრესამ ბოლო ათი წლის განმავლობაში 29888-ჯერ “ახსენა”.
მესამე ადგილზეა პოპ მომღერალი რობი უილიამსი – 28563. მეოთხეზე კეიტ მოსი -28056, მეხუთეზე კი ბრიტნი სპირსი – 27588.
ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: ვიქტორია ბეკჰემი (25833), დევიდ ბეკჰემი (24953), მაიკლ ჯექსონი (24688), პოლ მაკარტნი (21556) და კაილ მინოუგი (19694).
ავტორი