„ცოტა ომი და ბევრი სიყვარული“ ასე ჰქვია რეჟისორ ელენე მაცხონაშვილს საავტორო სპექტაკლს, რომელიც ოზურგეთის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრის ექსპერიმენტული სცენაზე შედგა.
ვითარება 90-იანები წლებში ხდება და ასახავს იმ დროინდელ ვითარებას. სპექტაკლი ,,ცოტა ომი და ბევრი სიყვარული,“ თბილი ურთიერთობებით სავსე საერთო ეზოს, როგორც ერთი დიდი, ტრადიციებით სავსე ოჯახის შესახებ გვიყვება.
ელენე მაცხონაშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სპექტაკლის შესახებ აღნიშნა: „ამ სპექტაკლით ცალსახად გვინდოდა, რომ გველაპარაკა ცოტა ომზე და ბევრ სიყვარულზე. სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში რამდენიმე ცხელი წერტილი არის მსოფლიოში და თეატრმა აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ომის სისასტიკეზე, მის მავნებლობაზე.“
სპექტაკლის დასასრულს ერთ-ერთმა მაყურებელმა თორნიკე კვაჭანტირაძემ თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა: „სპექტაკლმა გააცოცხლა ის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგება, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენს საზოგადოებას აკლია, გარდა ამისა კარგად წარმოგვიდგინეს 90-იანები წლების ცხოვრება, თვალნათლივ დაგვანახეს ის ცხოვრების სტილი, რომელიც იმ პერიოდში დამკვიდრებული იყო არამხოლოდ თბილისში არამედ მთელ საქართველოში, ვხედავთ თუ როგორი ჰარმონიული გარემო სუფევს მათ ეზოებში. სპექტაკლში საოცრად იყო გამოსახული ის ტკივილი, რასაც განიცდიდა ომში წასული ვაჟკაცების ოჯახის წევრები და სანაცნობო წრე, ვხედავთ თუ როგორ უდგება გვერდში ერთმანეთს სამეზობლო გაჭირვების დროს.“ – გვითხრა თორნიკე კვაჭანტირაძემ.
ავტორი