თვითმფრინავი Ан-24 რუსეთში, იაკუტიაში ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარე კოლიმაზე დაეშვა. თვითმფრინავი კომპანია “პოლარულ ავიახაზებს” ეკუთვნის. ბორტზე 30 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, იტყობინება ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი იყო “ეკიპაჟის შეცდომა თვითმფრინავის პილოტირებისას”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს შორის ორი ბავშვი იყო. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. თვიმფრინავი ასრულებდა რეისს “იაკუტსკი – ზირიანკა – სრედნეკოლიმსკი – იაკუტსკი” – მან დაშვებისას ასაფრენ ბილიკს გადაუხვია.
მოგვიანებით მგზავრები აეროპორტის შენობაში მიიყვანეს.