ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.