ჯუმბერ გიორგაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურასა და ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის 1-ელ საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. პროფესიით ფიზიკოსმა მასწავლებლობა 2013 წელს გადაწყვიტა და უკვე მეათე წელია ამ მიმართულებით მუშაობს.
მიმდინარე წელს ჯუმბერ გიორგაძე გაცვლითი პროგრამით შვეიცარიაში იმყოფებოდა, იქ მიღებული გამოცდილება კი საქართველოში ჩამოიტანა და სხვა კოლეგებს გაუზიარა. ბახვი ჰესის ახალი პროექტის, „ჩვენი გმირები“-ს ფარგლებში გადაღებულ ვიდეო რგოლში ჯუმბერ გიორგაძე თანამედროვე ელექტრონიკასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ინტერესის მნიშვნელობაზე საუბრობს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved