წუხელ, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, მათ პიროტექნიკა ხელში გაუსკდათ.
“შემოვიდა ორი პაციენტი პიროტექნიკით დაზიანებული, აღენიშნებოდა ორივეს მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკის საშუალებით, რომელსაც გამოიყენებდნენ გაუსკდათ ხელში რა, ასე რომ ვთქვათ, მოხმარების დროს”, – ამბობს ექიმი.
ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.