უქმე დღეების მიუხედავად, 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.
„3-5 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.
ასევე, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიაც. სებ-ის ყველა პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი”,– აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.