თბილისში, გლდანში, გუშინ ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს. ორივე ძაღლს დახმარება კლინიკა “ვეტ ექსპრეშში” გაუწიეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ერთი ძაღლი დანით, ხალხმრავალ ადგილზე, ერთ-ერთ პარკში დაჭრეს, მეორე შემთხვევაში ცხოველს დაზიანება არბალეტით მიაყენეს. ამჟამად ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.
“ეს ორი ძალიან საზარელი შემთხვევა მოხდა გლდანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქუჩაზე. პირველი შემთხვევა იყო, დანით დაჭრა ახალგაზრდამ მიუსაფარი, მიკედლებული ცხოველი, მეორე შემთხვევა იყო რკინის ისრით არის დაჭრილი, ე.წ. არბალეტით არის ნასროლი. მე როგორც ვიცი, მეორე შემთხვევა ჩაიდინა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც უმისამართოდ ისროდა ისარს და რამდენიმე ადგილზე არის ეს ისარი შევარდნილი”, – ამბობს ელიზბარაშვილი.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე არის სათვალთვალო კამერები და პოლიციას დამნაშავეების ვინაობის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს.
წყარო: მთავარიტვ