ლუქსემბურგის ერთი მყუდრო სასტუმროს თანამშრომლები გაოგნებულები დარჩნენ, როცა 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ჩილელ სტუმართა დელეგაციამ სარეგისტრაციოში ადგილობრივი სასაფლაოების მისამართი და იქ მისასვლელად ტრანსპორტის გამოყოფა მოითხოვა.
შეშინებულმა სასტუმროს თანამშრომელმა სწრაფად გაარკვია, რომ სტუმრების სურვილს სატანურ რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვასთან კავშირი არ ჰქონდა.
უბრალოდ, ჩილელების ტრადიციით, ძველი და ახალი წლების გასაყარზე გარდაცვლილები მცირე ხნით დედამიწაზე ბრუნდებიან და აუცილებელია, მათ სასაფლაოზე ვინმე დახვდეს.
ჩილელებს სწამთ, რომ საიქიოში დაბრუნებული სულები სწორედ მათთვის ილოცებენ, ვინც ამ საკრალურ წუთებში დედამიწაზე შეხვდებათ და მთელი წელი ყოველგვარ საქმეში შეეწევიან.
ავტორი