ქართველმა ახალგაზრდამ, ალექსანდრე აბუსელიძემ, ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის 3 მეტრიანი ანალოგი ასანთის ღერებისგან შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითონ ავრცელებს.
“დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა! დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი( 6250 კოლოფი) ასანთის ღერი.
SpaceX Starship -ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი,რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს! კონსტრუქცია შეიცავს- რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს. ადრში მიჭირს დატევა. თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში არის მე-2.გთხოვთ შემიფასოთ”,_ წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე აბუსელიძე.