შობის დღესასწაულზე ქალმა იმშობიარა, ისე რომ 9 თვის განმავლობაში არ იცოდა ორსულობის შესახებ,_ ინფორმაციას TV Monitoring-ი ავრცელებს. შემთხვევა გორში მოხდა.
“შობის დღეს ხდება სასწაულები. დედამ მოგვმართა ჩივილებით, მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილებით. თვითონაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო. შეეძინა მამრობითი სქესის 3.500 წონის ახალშობილი. ამჟამად დედაც და ახალშობილიც თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ”,_ განუცხადეს TV Monitoring-ს კლინიკაში.