CNN– მა 20 საუკეთესო წვნიანს შორის ხარჩო დაასახელა.
ხარჩოს შესახებ ამერიკული ტელემაუწყებლობა წერს, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ტრადიციულ და უსაყვარლეს წვნიანს, თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს.
“უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, მაგრამ ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას უცხო სუნელი ქმნის”,_ ვკითხულობთ ხარჩოს შესახებ.