სამხრეთ აფრიკა ისრაელს ადანაშაულებს პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ღაზაში. საქმეს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წარდგინება ასევე მოუწოდებს სასამართლოს დაავალოს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები იქ.
ICJ გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას გენოციდის ბრალდებაზე, რადგან საქმე არ არის სისხლის სამართლის პროცესი, თუმცა მას ყურადღებით ადევნებენ თვალს.
ისრაელმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, როგორც “უსაფუძვლო”.