COVID-19 ინფიცირების შემთხვევები გლობალურად გაიზარდა გასულ თვეში, დღესასწაულებთნ დაკავშირებული შეკრებებისა და ახალი ვარიანტის წყალობით, რომელიც ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში,_ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა განაცხადა.
გებრეიესუსის განცხადებით, დეკემბერში დაფიქსირდა თითქმის 10,000 სიკვდილი COVID-19-ით, ხოლო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ამერიკასა და ევროპაში 42%-ით გაიზარდა იმავე თვეში.
მან მოუწოდა მთავრობებს გააძლიერონ მონაცემების შეგროვება ინფიცირებულების შესახებ.
ცნობისთვის, ამჯერად მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ახალ და დომინანტ კოვიდშტამს, JN1-ს.
„ჩვენ ვხედავთ მრავალი სხვადასხვა ტიპის პათოგენის თანამიმოქცევას, მათ შორის COVID-ის, გრიპის და პნევმონიის ჩათვლით,”_ თქვა მარია ვან კერხოვემ, ჯანმო-ს COVID-19 ტექნიკურმა ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ ვაქცინაციის გაგრძელებას, შიდა სივრცეების ვენტილაციას და ნიღბების დაცვას რესპირატორული დაავადებების გავრცელებისგან თავის დასაცავად.