საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებითვე, დეკემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა და 221.1 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.