ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის იმ დღეებს ასახელებს, როდესაც სხვა დღეებთან შედარებით განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ.
„ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ აკონტროლეთ წნევა და იყავით ყურადღებით ამ დღეებთან.
„20 იანვრიდან მზე გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შემოიტანს თავისუფლებას, დემოკრატიას, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა. 21 იანვარს კი ეპოქალური მოვლენაა, პლანეტა პლუტონი, რომელიც არის ძალიან ნელა მოძრავი პლანეტა, გადადის 20 წლით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს.
18 იანვრამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, 18-ის შემდეგ კი დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, ამიტომ კვირის პირველი ნახევარი უკეთესია საქმეების მოსაგვარებლად“, _ ამბობს მიხეილ ცაგარელი.