https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კანტორას ლოდს მოვაშორებთ, გუბურაში ხრეშს ჩავყრით, გაზსადენიც გაკეთდება და…” _ დიდი პრობლემები ჯუმათში

10:15; 18.01.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯუმათი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სოფელში, დღეისთვის, 300-მდე კომლია და 1250-მდე ადამიანი ცხოვრობს. კომუნისტურ ეპოქაში სოფელში ძალზე განვითარებული იყო მეჩაიეობა. ასევე მოჰყავდათ, ციტრუსი, ტუნგის და როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ოზურგეთის რაიონში ჯუმათი საუკეთესო სოფლების სამეულში შედიოდა.

_ ჩვენ სოფელს ან სილამაზით, ან ეკონომიკური სიძლიერით, რომელი სჯობდა? 23 სახის მარტო სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს აბარებდა გლეხი. სოფელი სულ მოწინავეთა რიგებში იყო _ ოლიმპიადები იმართებოდა, გუგუნებდა ჯუმათის კოლმეურნეობა. გააკეთონ, ბატონო, უკეთესი და მოვიწონებთ. ესაა საქმე, რაც ახლა გვჭირს? “კანტორა” ნახეთ ჯუმათის. სამარცხვინო ამბავი გვჭირს. აქ იშვიათად ნახავთ სულიერს. ადამიანს ვგულისხმობთ, თორემ კარზე ლოდმიდებულ “კანტორაში” სანამ შეხვალ, დიდი გუბეც დგას და ბაყაყებიც კი დაგხვდეთ, იქნებ…

ჯუმათის ადმინისტრაციული შენობა კარზე მიდებული ლოდით

სტიქიამ რომ დალეწა გაზგაყვანილობის მილები, კი ყრია კილომეტრებზე დაგრეხილი და დამსხვრეული. ვინაა პატრონი?! აქაური ცნობილი ფირალი, სისონაი დარჩია უნდა გააცოცხლო ახლა და ყველას ჩამოუაროს უნდა, სულ ფრიალ-ფრიალით, _ ცოტა სარკასტული იუმორითაც საუბრობენ ჯუმათელები “გურია ნიუსთან”.

ყველას ახსოვს, რომ 2023 წლის სტიქიას სოფელ ჯუმათში ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნების კატაკლიზმებმა ამ მთიან სოფელში განსაკუთრებული კვალი დატოვა _ გაზგაყვანილობის მილები, როცა ჯერ სამუშაოები დამთავრებულიც არ იყო, სტიქიამ ერთიანად დალეწა და მას შემდეგ გზის პირებსა თუ ფერდობებზე ყრია.

_ სოფელს აღარ ვგავართ. ყველასგან დავიწყებული და გაპარტახებულია ერთ დროს მოგუგუნე ჩვენი სოფელი. გამგებელი წავიდა კი არა, უფრო გაიქცა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში პაატა კიღურაძეა. მანამდე ბაილეთის გამგებელი იყო და რა არ გაუკეთა მაგ სოფელს. აქაც ასე უნდა იმოქმედოს _ ძალიან გვიხაროდა მისი მოსვლა.

წავიდა ხელიდან ყველაფერი. გაზის შემოყვანა გვიხაროდა, მაგრამ ბუნებამ არ აცალა. სტიქიას ვინ დაუდგება წინ, მაგრამ საუკუნოდ ასე უნდა ეყაროს ეს მილები? _ გვეუბნებიან გზადაგზა ადგილობრივები.

მათგან უმეტესად მწვავე რეპლიკები ისმის: “ერთი ჩვენი კანტორა ნახე, თხის სადგომი ჯობს”; “იმავე შენობაშია საბავშვო ბაღი… იქ შვილიშვილს არ მივიყვან”; “სკოლა კი დაანგრიეს, ახალს ავაშენებთო და კარგია, თუ აშენდება, მაგრამ, როდის? დაშალეს და ჯერ იმ ნაწილებს ჰყიდიან, რაც დანგრევის შემდეგ დარჩა. ბავშვები სილაურის სკოლაში დადიან მეორე ცვლაში და შინ ღამით მოდიან… აირია მონასტერი… ლამპიონები კია დაყუდებული, მარა ნათურა არაა შიგ”; “კანტორა ნახეთ, კანტორა, ისე არ წახვიდეთ”…

დღის განმავლობაში, არა ერთი საჯარო მოხელის სამსახურში არყოფნა არ გვიკვირს. უფრო ჯუმათელების მიერ, “კანტორად” ჩამახსოვრებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობის შენობის ნახვამ გაგვაოცა _ აქ, დღის ორ საათზე, ადამიანის ჭაჭანება არ იყო. კარზე დიდი ლოდი დაგვხვდა მიდებული, ხოლო იქამდე მისასვლელ გზაზე დიდი გუბურა დგას. გეგონება, აქაც მუნიციპალიტეტის მერის ან ვინმე მაღალჩინოსნის მოსვლაა საჭირო, რომ ორი ურიკა ხრეში ჩაყაროს თავმოყვარე საჯარო მოხელემ.

მაინც ვცადეთ, ვინმე სულიერი გვენახა, ან სხვა კარი გვეპოვა, თუმცა, “ვუარეთ, ვუარეთ და კარი ვერ ვიპოვეთ”. ერთგან, ფანჯრიდან რომ შევიხედეთ, სავარაუდოდ, იმ ოთახში უნდა იყოს განთავსებული საბავშვო ბაღი, შიგ კი ჩანდა აკურატულად დალაგებული გარემო, თუმცა, გარედან კედლები და შესასვლელი ისეა დაძველებული და დეფორმირებული, რომ უცებ მივხვდით, რატომ თქვა ასაკოვანმა ბებომ, იქ შვილიშვილებს არ მივიყვანო…

_ ახლახან რომ ცუდი ამინდი იყო, მოსპო წყალსადენის მილები. ახალ საყვედურს მაგაზე ვერ ვიტყვი. ამოსული იყვნენ და გააკეთეს. ლამპიონები კი დგას, მაგრამ აქ ღამით რომ გაიარო, უკუნია _ გადამწვარია ყველა ნათურა. ნაგვის კონტეინერი არ გვაქვს ახლო-მახლო. იქნებ, მოხერხდეს, რომ დაიდგას. არ ვიცი, ალბათ, ხრამში ყრის ხალხი ნაგავს, თორემ აქ არსად არაა ნაგვის ურნა. ეს არაა წვრილმანი საქმე და მიხედვა უნდა, _ გვეუბნება აქ მცხოვრები პენსიონერი ლეილა (ნაზი) კეცხოველი.

ქალბატონ ლეილას, როგორც აქტიურ პიროვნებას, ძალიან აინტერესებს, რაკი ბიძაშვილის სახლში ცხოვრობს, 2024 წლის არჩევნებზე, როგორ მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს:

_ ძალიან მინდა არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. მე აქ სხვა სოფლიდან გადმოვედი. ბიძაშვილის ოჯახში ვცხოვრობ, დიდი ხანია. რეგისტრირებულიც ვარ, თუმცა, ძალიან ვარ დაინტერესებული, როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და დამეხმარონ. სოციალური დახმარება კი დამენიშნა. წამლებსაც ვიღებ ფასდაკლებით და მადლიერი ვარ, _ გვითხრა მან.

_ ჩვენი ყველაზე დიდი გასაჭირი გაზსადენის მშენებლობის დაუსრულებლობაა. თითქმის ბოლომდე იყო საქმე მიყვანილი. მრიცხველებიც დადგეს. ისე მიხაროდა, სახლში ცალკე ოთახი გავარემონტეთ, რომ გაზი იქ დაგვედგა, დავაწყვეთ ახალი ნივთები და …დავრჩით ხახამშრალნი _ საშინელმა სტიქიამ ეს მილები ერთიანად დაგლიჯა და დაამტვრია. ვართ ახლა მოლოდინის რეჟიმში და ძალიან გაგრძელდა ეს ლოდინი. 2023 წელს გვპირდებოდნენ, წლის ბოლომდე გავაკეთებთო, თუმცა, ჯერ საშველი არ ჩანს, _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები მაყვალა აროშიძე.

ასევე ადგილობრივი მცხოვრები, ნელი სალუქვაძე ამბობს, რომ მრიცხველების დატესტვაც მოხდა, საქმე თითქმის ბოლომდე იყო მისული, თუმცა, სტიქიამ ჩაშალა სასიკეთოდ წარმართული საქმე:

_ სტიქია ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამდენ ხანს არ უნდა გაჭიანურდეს აღდგენითი სამუშაო. რომ დააჩქარონ, არ შეიძლება? “კანტორა” ნახეთ სოფელში? ნაომარი გეგონება, შენობა ისეა მოქცეული. გამგებელი წავიდა, უფრო სწორად გაიქცა. ყურადღებას რომ არ მოგაქცევენ, ასეა. თავის დროზე აქ ოლიმპიადები ტარდებოდა. ნატანების და სოფელ შრომის გვერდით, საუკეთესო სამეულში მოიხსენიებოდა ჯუმათი. ახლა კი ვართ ასე წაქცეული და უპატრონო… _ ამბობს ის.

_ არაფერი არ გვაქვს. ძველ დროში რაც გაკეთდა, ისაა ჯუმათში შემორჩენილი. საჭმელს ძლივს ვყიდულობთ და პენსია რომ არ გვქონდეს, ისიც არ იქნება. სტიქიას ვინ დაუდგება წინ?! მოსპო ყველაფერი. ახლა აუცილებელია, გაზსადენი მილის აღდგენა. ხალხი მოუთმენლად ელოდება სოფელში გაზის შემოსვლას. ისე კი ვყიდულობთ “ბალონით”. ამოდის კვირაში ერთხელ გზის მანქანა და უკმაყოფილო არ ვართ. თუმცა, ეს დროებითია და სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, რომ აღდგეს დროულად, _ გვითხრა ჯუმათელმა ლუიზა დარჩიამ.

სოფელში, ასევე, ამბობენ, რომ მანდარინი ბევრს დარჩა გაუყიდავი, რაც უახლოეს პერიოდში გასაჭირის მეტს, არაფერს მოიტანს.

ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, ღიად გამოიკვეთა გაზისა და გზის პრობლემა. ეს უკანასკნელი დიდ და დასახლებულ უბნებში არ არის, უფრო სწორად მოუხრეშავია და მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ასევე, სურთ, მალე დასრულდეს ჯუმათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაანგრიეს და ამ ეტაპზე ადგილს ასუფთავებენ.

ამ არც ისე ადვილად გადასაჭრელი პრობლემების შესახებ, სოფელში ოზურგეთის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ ჩხარტიშვილი გვესაუბრა:

_ როცა თქვენ სოფელში მობრძანდით, ჩვენ ადგილზე თუ არ დაგხვდით, ეს იმიტომ, რომ ბოგილას უბანში გზა იხრეშებოდა და იქ ვიყავით. ასევე, სხვა უბნებშიც არის დასაგები გზა და იქაც მივხედავთ. გაზის მილები სტიქიამ დაგლიჯა და ბუნებრივია, წუხს მოსახლეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ იანვრიდან გაგრძელდება გაზის მილების მშენებლობა.

ცენტრალურ გზას რაც შეეხება, ეკლესიიდან ცენტრისკენ მომავალ გზაზე ასფალტი უნდა დაიგოს. სკოლა გასულ წელს დაშალეს. ახლა მალე კონკურსი გამოცხადება. ტენდერში, როგორც წესია, გამარჯვებული გამოვლინდება და საქმესაც ეშველება. წყალი ზოგჯერ არ მოდის, სათავე ნაგებობასთან ფუჭდება ცუდ ამინდში. თუმცა, კომპანია “სატისი” მაშინვე ამოდის და დაზიანებულ ადგილებს აკეთებს. ლამპიონებზე გადამწვარი ნათურები შევცვალეთ… მოკლედ, თქვენი შენიშვნები ნაწილობრივ გამოსწორებულია, _ გვითხრა ოლეგ ჩხარტიშვილმა.

_ რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, 70-მდე ოჯახი ექვემდებარება გასახლებას. ზოგი ქალაქში ყიდულობს ახალ სახლს, ზოგიც _ სხვა სოფელში. მათ აუცილებლად გაუწევენ დახმარებას.

_ ბატონო ოლეგ, ადმინისტრაციული შენობის წინ უზარმაზარი ორმოა, კარებზე ლოდია მიყუდებული. ასე რთული და ძნელია, აქ ხრეში დაყაროთ ან კარში ერთი გასაღები ჩასვათ?

_ კი, ბატონო, მაგ “კანტორას” ლოდს მოვაშორებთ და გუბურაში ხრეშს ჩავყრით, გაზსადენიც გაკეთდება და მომდევნო მოსვლისას უკეთ დაგხვდებით…

_ ნამდვილად მოვალთ, ვეცდებით, დეპუტატი წამოვიდეს ჩვენთან ერთად, _ დავპირდით ჩვენც ბატონ ოლეგ ჩხარტიშვილს, რომელიც ახლა სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ჯუმათი
გაზიარება27Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5 თებერვალი, 2026

რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს წელს ჩოხატაურში _ ინტერვიუ ჩოხატაურის მერთან

აღმოჩენა სირიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო