ცოტა ხნის წინ, Air France-ის პილოტებმა ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში იჩხუბეს.
ინციდენტი ჟენევა-პარიზის რეისზე „დაფიქსირდა“.
ფრანგული მედიის ცნობით, პილოტებს შორის ხელჩართული ჩხუბი აფრენის შემდეგ მალევე დაიწყო. თვითმფრინავის კაბინაში მოჩხუბარი პილოტების გაშველება ბორტგამცილებლებს მოუხდათ. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ფრენის დარჩენილი ნაწილი პილოტებთან ერთად კაბინაში გაატარა.
„Air France“-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას დაგეგმილ დროში ჩავიდა და ფრენის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის გარდა სხვა ექსცესები არ ყოფილა.
ავტორი