რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში, ფლორიდის ავტომაგისტრალის ყველა სამოძრაო ზოლი დროებით გადაკეტეს.
ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, მის უკან მავალმა კიდევ ერთმა სატვირთომ, რომელშიც ლუდის ქილები ეწყო, დროულად გაჩერება ვერ შეძლო და წინა ავტომობილებს შეეჯახა.
შედეგად, ავტომაგისტრალზე რამდენიმე ათასი ლუდის ქილა მიმოიფანტა.
თავად გზატკეცილი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიხსნა.
ავტორი