“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გართულების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს და თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა გენერალურ პროკურატურასთან გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცის პროცესში ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს.
“კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს და ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და დაიწყოს გამოძიება,“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.