იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიხსნას ერთგვარი “მაგისტრალი”, რომელიც ჩრდილოეთის შორეული ქვეყნებიდან სიცივეს და ნალექს მოიყვანს.
ორშაბათიდან (22 იანვარი) საქართველოში მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთში ძირითადად იწვიმებს, აღმოსავლეთში კი მოთოვს, მომდევნო კვირაში ზოგადად დაბალი ტემპერატურაა ყველგან მოსალოდნელი, გადაბმულად ნალექი არ იქნება და ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, მაგრამ არ დათბება. _ წერს მეტეოროლოგო კობა ფარტენაძე.