კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა.
„ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვლიდით ვაჭმევდით და ვინახავდით. იმ დღეს კი, ქელეხის სუფრას ვამზადებდით და ჩემი შვილიშვილი ჩავაბარეთ ფერმაში მაგ უნამუსო კაცს, ამან კიდევ, გააუპატიურა. რის შემდეგაც, ბავშვმა დედას დაურეკა და შველა ითხოვა. ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ ამ უნამუსო კაცს”, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია.
ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, ფერმაში მოხდა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, არასრულწლოვანის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე – გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.