რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს გაზის ექსპორტის ტერმინალში აფეთქება მოხდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას ria novosti ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, რუსეთმაც და უკრაინამაც ამჟამინდელ კონფლიქტში დრონები გამოიყენეს. უკრაინა ჩვეულებრივ არ აღიარებს ასეთ თავდასხმებს.