ჩრდილოეთ ამერიკაში თოვლმა საავტომობილო გზებზე და ასაფრენ ბილიკებზე პრობლემები შექმნა.
როგორც BBC იუწყება, ვრცელდება ვიდეოკადრები თუ რა მდგომარეობაა გზებზე.
ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მომენტი, როდესაც ავტომობილი თოვლსაწმენდს დაეჯახა მას შემდეგ, რაც მძღოლი ცდილობდა სხვა მანქანისთვის გაესწრო.
ხელისუფლება მძღოლებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე გზებზე გადაადგილებისას, ან დარჩნენ სახლში ამინდის გაუმჯობესებამდე.