გერმანიის არმიაში გაწევიანების უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინში ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
გერმანიის კანონმდებლობით მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ ბუნდესვერში მსახურება, თუმცა უცხოელებს აქვთ გაწევრიანების უფლება საგანგებო შემთხვევებში.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბუნდესვერმა გააძლიერა რეკრუტირების მცდელობები, რათა დამატებით 2000 ჯარისკაცი დაიმატოს.
გერმანია არ იქნება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პოლიტიკას, სადაც უცხოელებს შეუძლიათ შეუერთდნენ სამხედროებს. ამჟამად დანია საშუალებას აძლევს უცხოელებს ჩაირიცხონ თავდაცვის ძალებში, თუ მათ აქვთ სამუშაო ან ბინადრობის ნებართვა. ესპანეთი და სლოვაკეთი ასევე უშვებენ უცხოელებს ჯარში, თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს.
საფრანგეთში 17-დან 40 წლამდე მამაკაცებს შეუძლიათ შეუერთდნენ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონს, იმ პირობით, რომ მათ შეეძლებათ მისი ცნობილი დამქანცველი შერჩევისა და ვარჯიშის რეჟიმი. ამასთან, მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის მოქალაქეებს აქვთ უფლება იმსახურონ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა გადაწყვიტოს თავდასხმა ნატოს ქვეყანაზე მომდევნო ხუთიდან რვა წლის განმავლობაში.