რუსეთი უკრაინას სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს,_ ამის შესახებ ინფორმაციას Tass ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა ბელგოროდის რეგიონში და მომხდარი “ბარბაროსული” ქმედებაა.
ადგილობრივი გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.