2024 წლის, 15 თებერვალს ბერლინალეს კინოფესტივალის სექციას “პანორამა” გახსნის ლევან აკინის ფილმი – ,,გზაჯვარედინზე”.
ცნობისთვის, ლევან აკინის ახალი ფილმი 5 ქვეყნის კოპროდუქციაა. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიპრებთან ერთად (French Quarter Film , Easy Riders Films , Adomeit Film, Bir Film, SVT, RMV Film. ) ქართული კომპანია – “1991 ფროდაქშენს” მუშაობდა.
რაც შეეხება ფილმს, „გზაჯვარედინი“ მოგვითხრობს შემდეგ ისტორიას, პენსიაზე გასული მასწავლებელი, ლია, პირობას დებს, რომ გაარკვევს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ლია მეზობელი აჩისგან იგებს, რომ შესაძლებელია თეკლა თურქეთში იმყოფებოდეს. თეკლას საძებნელად ლია აჩისთან ერთად სტამბულში მიემგზავრება. ულამაზესი სტამბული სავსეა ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით, მაგრამ იმ ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს ეპოვნა, ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ლიას და აჩის ეგონათ. სირთულეები გრძელდება იქამდე, ვიდრე ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს, ევრიმს არ შეხვდებიან. ლია, აჩისთან ერთად, გზას იკვლევს სტამბულის ქუჩებში, თეკლა კი უფრო და უფრო უახლოვდება მათ. (უახლოვდება თუ შორდება?)