ადამიანები ზამთარში ხშირად განიცდიან D ვიტამინის დეფიციტს, რადგან ამ ვიტამინის წარმოქმნის უძლიერესი წყაროა მზის შუქი. ჩვენ ვიღებთ D ვიტამინს მზისგან ჩვენი კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის გზით. ასევე არსებობს რამდენიმე საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს D ვიტამინს, როგორიცაა მაგალითად, ცხიმიანი თევზი, ძროხის ღვიძლი და კვერცხის გული, ასევე იოგურტი, რძე, მაგრამ იმის გამო, რომ მზის შუქი ზამთარში უფრო იშვიათია, ამ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერების დეფიციტი ძალიან ადვილია.
როგორ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ არ ვიღებთ საკმარის D ვიტამინს, სისხლის ანალიზის გარდა? იმისათვის, რომ გავიგოთ D ვიტამინის დეფიციტის საერთო სიმპტომების შესახებ, გამოცემა Eat This, Not That დიეტოლოგებს ემი გუდსონს და ლორენ მანეკერს ესაუბრა.
ორივე დიეტოლოგი ამბობს, რომ ვიტამინი D არის გადამწყვეტი ჩვენი იმუნური სისტემის დასახმარებლად და „ის აღჭურავს ჩვენს სხეულს ეფექტურად ებრძოლოს ვირუსებსა და ბაქტერიებს“, ამიტომაც ერთ-ერთი თვალნათელი პასუხი, რომ D ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, ხშირი ავადმყოფობაა.
„დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება, რაც ინდივიდებს უფრო მგრძნობიარეს გახდის ინფექციებისა და დაავადებების მიმართ“, – ამბობს გუდსონი. მანეკერი დასძენს: ”თუ თქვენ მუდმივად ებრძვით გაციებას ერთმანეთის მიყოლებით, ეს შეიძლება იყოს თქვენს სისტემაში ამ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერების არასაკმარისი დონის გამო”.
რაც შეეხება სიმპტომებს, როგორ მივხვდეთ, რომ D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, ასეთია:
- ხშირი გაციება.
- განწყობის ცვლილება, დეპრესია.
- დაღლილობის შეგრძნება- საკმარისი დასვენების მიუხედავად, თავს მაინს დაღლილად გრძნობთ და გიჭირთ ყოველდღიურ საქმიანობას თავი გაართვათ.
- კუნთების ტკივილი- თუ ეს არ არის დაკავშირებული სპორტულ ცხოვრებასთან.
- ძვლოვანი სისტემის მდგომარეობა – D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.