ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა.
საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე, მან განმარტა, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.
“სულ ახლახანს საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამ წლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მტავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში დავიწყე. პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ვამაყობ შედეგებით,რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია შიდა დემოკრატია, რომლის გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეთეს რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად. მივიღე შეთავაზება პოლიტსაბჭოსგან დავიკავო პარტიის ტავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს.
არ დაგიმალავთ, განვიხილეთ რომ თანამდებობაზე ზაფხულში, კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო გადაწყვეტილება”,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ცნობილია, ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის.