პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის თანამდებობის ცვლილებებს კომიკურს უწოდებს – ის აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი “დაამცირა”.
“სასაცილოა, კომიკურია, ღარიბაშვილი გეგმებს აწყობდა და აგერ მოასრიალეს ერთ წუთას, ძალიან დაამცირა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, მთელი ეს ვერტიკალი, რომელიც მისი კადრებით იყო დაკომპლექტებული, ჩამოიშლება და ეს პრობლემებს შექმნის ქართულ ოცნებაში, ისევე როგორც მთავრობაში. ივანიშვილი თავად მოვიდა მმართველობაში, მარტივად რომ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა გოცირიძემ.
წყარო: ფორმულა