რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა.
„მინდა „ნაცებს“ მივმართო: გამოდით, ბიჭო, წერეთელზე. მინდა დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო, თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისა და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა დროზე თუ არ დასრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც”,_ განაცხადა ზარქუამ.
ზარქუას განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მეორე ეტაპი 15 მარტამდე დამთავრდება.