ევროკავშირის ელჩი საქართველოში მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ვიცი, რომ დღეს იქნება გარკვეული განცხადებები, მიმდინარეობს პროცესი პარლამენტში. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.