“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“12 წელია “ოცნება” საუბრობს “ნაციონალურ მოძრაობაზე” იმის მაგივრად, რომ ისინი საუბრობდნენ თუ როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე, ეკონომიკური უბედურებები, როგორ შევქმნათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის, ამის ნაცვლად მუდმივად გვესმის ლანძღვა “ნაციონალური მოძრაობის”, ეს არ არის ის, რისი მოსმენაც სურს ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და ამიტომაც 2024 წლის არჩევნებში, “ქართული ოცნება” აუცილებლად დასრულდება,” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2011 წელს “ქართული ოცნების” დაარსებით, ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.