უზარმაზარი პოლარული დათვის ფიტული მოიპარეს კანადაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 3.6 მეტრის სიმაღლის დათვი, სავარაუდოდ იანვარში მოიპარეს, როცა ტემპერატურა -30 გრადუსს აღწევდა.
გამომძიებლების თქმით, “მსგავსი შემთხვევა” გასული წლის აგვისტოშიც მოხდა, როდესაც ორი ტაქსიდერმიული ენოტი მოიპარეს.
სამივე ტაქსიდერმიული ცხოველის ღირებულება დაახლოებით 26,000 აშშ დოლარია,_ ნათქვამია კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციაში.
უცნობია არის თუ არა აღნიშნულ საქმეებს შორის კავშირი.